ძიუდო | თბილისის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრებში ოთხი სპორტსმენი შეიცვალა #1TVSPORT
საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე თბილისის გრანდ სლემისთვის გუნდის საბოლოო შემადგენლობა გამოაქვეყნა.
მამაკაცებში, 90 კგ-ში, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და თამაზ კობერიძე ტურნირს გამოეთიშნენ. მათ ნაცვლად სოსო ებილაშვილი და გიორგი ჯაბნიაშვილი იასპარეზებენ.
ქალებში კი ეთერ ასკილაშვილი (63 კგ) და თამარ სიხიაშვილი (52 კგ) შეჯიბრებას გამოაკლდნენ, ხოლო 57 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას სოფიო ბედოშვილი დაიცავს.
საქართველოს ნაკრების საბოლოო შემადგენლობა თბილისის გრანდ სლემისთვის:
მამაკაცები:
60 კგ – ჯაბა პაპინაშვილი, ნიკა ხუზაურაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი, ამირან დარბაისელი.
66 კგ – თემურ ნოზაძე, ლაშა ნადირაძე, ხვიჩა გაფრინდაშვილი, ლუკა საგანელიძე.
73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ჩიხელიძე.
81 კგ – ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე, ვლადიმირ ახალკაცი, ირაკლი ბეროშვილი.
90 კგ – ლუკა მაისურაძე, გიორგი ჯაბნიაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი, სოსო ებილაშვილი.
100 კგ – ილია სულამანიძე, ნიკოლოზ ზაალიშვილი, იმედა გოგოლაძე, ისლამ წინწალაშვილი.
+100 კგ – გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, გაბო მუკბანიანი.
ქალები:
48 კგ – ჯულიეტა როდონაია.
52 კგ – ანანო მორგოშია.
57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე, ნინო წიკლაური, სოფიო ბედოშვილი.
63 კგ – გვანცა მჭედლიშვილი.
70 კგ – მარიამ ჭანტურია.
+78 კგ – სოფიო სომხიშვილი.
თბილისის გრანდ სლემის ფინალური ბლოკების პირდაპირ რეპორტაჟებს 21-23 მარტს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებენ.