ძიუდო | თბილისის გრანდ სლემი პირველ არხზე #1TVSPORT
ძიუდო | თბილისის გრანდ სლემი პირველ არხზე #1TVSPORT

თბილისი 22-24 მარტს ძიუდოში გრანდ სლემს უმასპინძლებს. ტურნირზე საქართველოს ნაკრები 43 სპორტსმენით (28 კაცი, 15 ქალი) იასპარეზებს.

საქართველოს მამაკაცთა გუნდი შვიდივე წონით კატეგორიაში ოთხ ძიუდოისტს გამოიყვანს. თბილისის გრანდ სლემის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი სამივე საშეჯიბრო დღეს 17:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

მამაკაცთა ნაკრების შემადგენლობა:

60 კგ.

გიორგი სარდალაშვილი, ირაკლი კუპატაძე, თომა გელაშვილი, ლუკა მოდებაძე.

66 კგ.

ვაჟა მარგველაშვილი, თენგო ზირაქაშვილი, გიგი ოთიაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი.

73 კგ.

ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, ლუკა კაპანაძე, საბა ხალიშვილი.

81 კგ.

დიმიტრი გოჩილაიძე, ზაურ დვალაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი, კოტე კაპანაძე.

90 კგ.

ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი, აკაკი ჯაფარიძე, ლუკა ბაბუციძე.

100 კგ.

მიხეილ ჯაფარიძე, იმედა გოგოლაძე, ონისე სანებლიძე, სოსო ებილაშვილი.

+100 კგ.

გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, უჩა ტაბატაძე.

ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

48 კგ.

მარიამ ფოცხვერაშვილი, ჯულიეტა როდონაია, თამარ გიგოლაევი.

52 კგ.

ელენე წიკლაური, თამარ სუხიაშვილი.

57 კგ.

ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე, გვანცა მჭედლიშვილი.

63 კგ.

ნინო წიკლაური, რეგინა უთნელიშვილი.

70 კგ.

მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი, ლიზი კვარაცხელია.

78 კგ.

ეკა ზამთარაშვილი.

+78 კგ.

სოფიო სომხიშვილი.

2023 წელს თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლებს ბექაური, სულამანიძე და ზაალიშვილი დაეუფლნენ, ვიცე-ჩემპიონები – სარდალაშვილი და მაისურაძე გახდნენ, მესამე ადგილზე კი შავდათუაშვილი გავიდა.