ძიუდო | თბილისის გრანდ სლემი გადაიდო #1TVSPORT

23:49, 03.03.2022

თბილისის გრანდ სლემი უკრაინაში ომის გამო გადაიდო, – ამის შესახებ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია იუწყება.

„დღევანდელი სიტუაციის გამო, IJF-ისა და თბილისის გრანდ სლემის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ტურნირი გადაიდო და 25-27 მარტის ნაცვლად, 3-5 ივნისს გაიმართება“, – წერია განცხადებაში.

https://twitter.com/Judo/status/1499443445462704135

საქართველოს პირველი არხი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, გიორგი ათაბეგაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ინფორმაცია დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემი ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად 2021 წლის მარტში ჩატარდა. ტურნირი კოვიდრეგულაციების გამო უმაყურებლოდ გაიმართა. საქართველოს დედაქალაქში 86 ქვეყნის 539 ძიუდოისტი ჩამოვიდა, რომელთა შორის ჩვენი ქვეყანის სახელით 36 სპორტსმენმა იასპარეზა.

მსგავსი