ძიუდო | ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

21:23, 16.06.2025

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ტიმურ არბუზოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო. საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია – გრიგალაშვილამდე, 15 ივნისს ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ტურნირზე ჩატარებული ყველა ორთაბრძოლა იპონით მოიგო და მსოფლიო ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა.

მსგავსი