ძიუდო | ტატო გრიგალაშვილმა, ლაშა ბექაურმა და ნინო გულბანმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს პირველი გამარჯვებები მოიპოვეს მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ), ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) და ნინო გულბანმა (70 კგ).
გრიგალაშვილმა ავსტრიის სახელით გამომსვლელი მაგამედ ბორჩაშვილი იპონით დაამარცხა, ბექაურმა იტალიელ კენი კომი ბედელს სძლია, ხოლო გულბანმა ულამაზესი გდებით გერმანელ მეტოქეს მოუგო.


წინასწარი შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყო. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს 16:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.