ძიუდო | ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდება #1TVSPORT
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცთა შორის – 81 კგ, ხოლო ქალთა შორის 63 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან მედლის მოპოვებას ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) შეეცდება.
მსოფლიოს სამგზის (2022, 2023, 2024) ჩემპიონი და ზედიზედ ხუთგზის ფინალისტი პირველ წრეში თავისუფალია, მეორე ეტაპზე კი მისი მეტოქე ბულგარელ გიორგი გრამატიკოვსა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელს, ჰაჯიმურატ ომაროვს შორის გამარჯვებული იქნება. წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში გრიგალაშვილი ფინალამდე არ შეხვდება არც თავის პრინციპულ მეტოქეს, ბელგიელ მატიას კასეს და არც იაპონელ იუშეი ოინოს.
ტურნირზე წინასწარი შეხვედრები 10:30 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება.