ძიუდო | ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე შეხვედრა მოიგო სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) – ქართველმა ბელგიელი მატიას კასე დამატებითი დროის მეექვსე წუთზე გაფრთხილებით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
გრიგალაშვილი ფინალში გასავლელად აზერბაიჯანელ ზელიმ ცკაევს დაუპირისპირდება.
ტურნირზე ფინალური ბლოკი 20:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს მედალია – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ტურნირზე ჩატარებული ყველა ორთაბრძოლა იპონით მოიგო და მსოფლიო ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა.