ძიუდო | ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეექვსედ გავიდა #1TVSPORT

15:02, 07.10.2026

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ფინალში იჭიდავებს.

მსოფლიოს სამგზის (2022, 2023, 2024) ჩემპიონმა ნახევარფინალში სერბი მიხაილო სიმინი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეექვსედ გავიდა. მისი მეტოქე აზერბაიჯანელი ზელიმ ცკაევი იქნება.

ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი