ძიუდო | ტატო გრიგალაშვილი კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალში იჭიდავებს #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში იჭიდავებს მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ).
ქართველმა მერვედფინალში ბერძენი ზარაგკასი დამატებით დროში იუკოთი დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად ფინელ ან იტალიელ ძიუდოისტს დაუპირისპირდება.
კონტინენტის პირველობა „თბილისი არენაზე“ მიმდინარეობს. წინასწარი შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყო. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს 16:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.