ძიუდო | ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია, ლუკა მაისურაძე – მეოთხედფინალში #1TVSPORT

13:02, 18.04.2026

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) ნახევარფინალში გავიდა, ხოლო მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90კგ) – მეოთხედფინალში.

გრიგალაშვილმა მეოთხედფინალში ფინელ ეეტუ იჰანამაკის იუკოთი სძლია, ხოლო მაისურაძემ მერვედფინალში სერბეთის წარმომადგენელი ისლამ სოგენოვი ვაზარითა და იუკოთი დაამარცხა.

კონტინენტის პირველობა „თბილისი არენაზე“ მიმდინარეობს. წინასწარი შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყო. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს 16:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი