ძიუდო | ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT

15:52, 25.04.2025

პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ნახევარფინალში იჭიდავებს – ქართველმა ბულგარელი ვალკოვი იპონით დაამარცხა და ფინალში გასასვლელად აზერბაიჯანელ ზელიმ ცკაევს ან იტალიელ ესპოზიტოს დაუპირისპირდება.

ლუკა მაისურაძე (90 კგ) მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ მურად ფატიევთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს.

ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია – 21 წლის გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მსგავსი