ძიუდო | სულამანიძემ თბილისის გრანდ სლემზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
ძიუდო | სულამანიძემ თბილისის გრანდ სლემზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების 13 წევრი ასპარეზობდა. პირველი გამარჯვებები მოიპოვეს ილია სულამანიძემ, იმედა გოგოლაძემ (ორივე – 100კგ), გიორგი ჯაბნიაშვილმა და სოსო ებილაშვილმა (ორივე – 90კგ), სოფიო სომხიშვილმა (+78) და ნიკა ხარაზიშვილმა (90კგ) პირველივე დაპირისპირებები დათმეს და ტურნირს გამოეთიშნენ.

წინასწარი შეხვედრები 11:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ექვსი მედალია – ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო. ჩვენი გუნდი საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა, ხოლო მამაკაცებს შორის პირველ ადგილს იკავებს.