ძიუდო | სულამანიძემ, გრიგალაშვილმა, ჯავახიშვილმა და დემეტრაშვილმა ავსტრიის გრანპრიზე პირველი გამარჯვებები მოიპოვეს #1TVSPORT

ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრიზე ოთხმა ქართველმა – ლუკა ჯავახიშვილმა, ტატო გრიგალაშვილმა (ორივე 90 კგ), ილია სულამანიძემ (100 კგ) და მძიმეწონოსანმა ირაკლი დემეტრაშვილმა პირველი გამარჯვებები მოიპოვეს. ისინი მერვედფინალში იასპარეზებენ.

ტურნირზე ჯერ პირველი დაპირისპირება არ ჩაუტარებია სოფიო სომხიშვილს (+78 კგ), ხოლო გურამ თუშიშვილი მერვედფინალში თურქ იბრაგიმ ტატაროგლუსთან დამარცხდა და გამოსვლა დაასრულა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.