ძიუდო | სომხიშვილი და ინანეიშვილი ბაქოს გრანდ სლემის მეოთხედფინალში იასპარეზებენ [ვიდეო] #1TVSPORT

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ბოლო საშეჯიბრო დღეს სამი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც საბა ინანეიშვილი (+100) და სოფიო სომხიშვილი (+78) მეოთხედფინალში იჭიდავებენ.

ინანეიშვილმა უზბეკი რაჯაბოვი დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველს, უშანგი კოკაურს შეხვდება.

სომხიშვილმა კი ავსტრიელ მარია ჰეოლვარტს სძლია და მეოთხედფინალში ნიდერლანდელ მარიტ კამპს დაუპირისპირდება.

დღეს გამომსვლელი კიდევ ერთი ქართველი სოსო ებილაშვილი (90) პირველივე ორთაბრძოლაში დამარცხდა.

ბაქოს გრანდ სლემზე 16 თებერვალს მედლები მამაკაცთა შორის – 90, 100, +100 და ქალთა შორის 78, +78 კგ-ბში გათამაშდება. ფინალური ბლოკი 17:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ბაქოს გრანდ სლემზე 20 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა – ილია სულამანიძე (100 კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.