ძიუდო | სოფიო სომხიშვილი მსოფლიო ჩემპიონატს მერვედფინალში გამოეთიშა #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) ტურნირს გამოეთიშა – ქართველი მერვედფინალში სამხრეთკორეელ ლისთან დამატებით დროში გაფრთხილებებით დამარცხდა და მსოფლიო პირველობა უმედლოდ დაასრულა.
შეჯიბრზე დღეს გამომსვლელი მეორე ქართველი, მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი მეორე შეხვედრას გერმანელ კონესთან რამდენიმე წუთში ჩაატარებს.
წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლუკა მაისურაძე (90 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.