ძიუდო | შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის ნახევარფინალშია #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების 10 წევრი ასპარეზობდა, რომელთაგანაც მედლებისთვის ბრძოლას ოთხი განაგრძობს.
მსოფლიო ძიუდოს ლეგენდა ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ტურნირის ნახევარფინალშია – ქართველმა მეოთხედფინალში ავსტრიელი სამუელ გასნერი დაამარცხა და ფინალში გასასვლელად ფრანგ ჟოან-ბენჟამინ გაბას შეხვდება. მიხეილ ბახბახაშვილმა (73 კგ) მეოთხეფინალში წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის რეპეჟაშიდან იბრძოლებს.
შეჯიბრზე ფინალური ბლოკი 17:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს, 21 მარტს თბილისის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, თემურ ნოზაძე (66 კგ) – ვერცხლის, ნინო ლოლაძე (57 კგ) კი ბრინჯაოსმედალოსნები გახდნენ.