ძიუდო | შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
ძიუდო | შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში ლაშა შავდათუაშვილი 1/4 ფინალში უნგრელ უნგვარს დაუპირისპირდა და იგი დამატებითი დროის მერვე წუთზე გაფრთხილებებების ხარჯზე დაამარცხა.

ფინალში გასასვლელად შავდათუაშვილი თურქ ბილალ ჩილოღლუს შეხვდა. გამარჯვებული ძირითად დროში არც ამ შეხვედრაში გამოვლენილა. დამტებითში კი ლაშამ სუფთა გდებით დაამარცხა თურქი სპორტსმენი და ფინალში გავიდა.

საჩემპიონო შეხვედრაში მისი მოწინააღმდეგე შვედი ტომი მაციასი იქნება.

ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი