ძიუდო | შავდათუაშვილი და ბახბახაშვილი პარიზის გრანდ სლემის მერვედფინალში იასპარეზებენ [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) აზერბაიჯანელი ვუსალ გალანდარზადე იპონით დაამაცხა და მერვედფინალში იასპარეზებს.
ამავე წონით კატეგორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა მიხეილ ბახბახაშვილმაც, რომელმაც ესპანელ ხორხე კანო გარსიას დამატებით დროში სძლია.
გრანდ სლემზე ჯერ პირველი ორთაბრძოლა არ ჩაუტარებია წონის პირველ ნომერს, ვაჟა მარგველაშვილს (66 კგ).
პირველ თებერვალს მედლების მფლობელთა ვინაობა კაცთა 60, 66, 73 და ქალთა 48, 52, 57 და 63 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაირკვევა, 2 თებერვალს კი – კაცთა 81, 90, 100 და +100 და ქალთა 70, 78 და +78 კგ-ებში.
გრანდ სლემზე წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი ორივე დღეს 20:00 საათზე აიღებს სტარტს.
2024 წელს პარიზში საქართველოს ნაკრებმა 13 ძიუდოისტით იასპარეზა და მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვა – ვერცხლის მედალს გიორგი ჩიხელიძე (73 კგ) დაეუფლა.