ძიუდო| შავდათუაშვილი, ბახბახაშვილი და ბეროშვილი თბილისის გრანდ სლემზე მეოთხედფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების 10 წევრი ასპარეზობდა, რომელთაგანაც მედლებისთვის ბრძოლას ხუთი განაგრძობს. ტურნირზე მეორე დაპირისპირება მოიგო მსოფლიო ძიუდოს ლეგენდამ – ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ), რომელმაც აზერბაიჯანელი რუფატ შოვლატოვი იუკოთი დაამარცხა და მეოთხედფინალში ავსტრიელ სამუელ გასნერს შეხვდება.
იმავე ეტაპზე იასპარეზებენ მიხეილ ბახბახაშვილი (73 კგ) და ირაკლი ბეროშვილიც (81 კგ). ბახბახაშვილმა წონის პირველ ნომერს, მაჰმადბეკ მაჰმადბეკოვს სძლია და ნახევარფინალში გასასვლელად ნეიტრალური დროშით გამომსვლელ არმენ აგაიანს დაუპირისპირდება, ბეროშვილმა კი მერვედფინლაში უზბეკი ტურუნოვი დაამარცხა.
ზაურ დვალაშვილი და კოტე კაპანაძე (ორივე 81 კგ) მერვედფინალურ შეხვედრებს რამდენიმე წუთში ჩაატარებენ.
შეჯიბრზე ფინალური ბლოკი 17:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს, 21 მარტს, თბილისის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. თემურ ნოზაძე (66 კგ) – ვერცხლის, ნინო ლოლაძე (57კგ) კი ბრინჯაოსმედალოსნები გახდნენ.