ძიუდო | სარდალაშვილის პირველი გამარჯვება ზაგრების გრან პრიზე [ვიდეო] #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქში სტარტი აიღო ზაგრების გრან პრიმ ძიუდოში. მედლების მოსაპოვებლად პირველ დღეს სამი ქართველი გამოდიოდა, რომელთაგან ახალგაზრდა გიორგი სარდალაშვილი მერვედფინალშია, ხოლო ტურნირს ვაჟა მარგველაშვილი პირველი დაპირისპირების შემდეგ უკვე დაემშვიდობა.

60 კგ წონით კატეგორიაში 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა ტაჯიკი მეტოქე მუჰამადსოლე ქუვატოვი ვაზარით დაამარცხა.

მარგველაშვილი (66 კგ) კი სერბ სტაჰინია ბუნჩიჩთან იპონით დამარცხდა.

რამდენიმე წუთში პირველ შეხვედრას 57 კგ წონით კატეგორიაში ქალთა შორის ეთერ ლიპარტელიანი ჩაატარებს, იგი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ასეილა ტოპრაკს შეხვდება.

ზაგრების გრან პრიზე ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.