ძიუდო | სარდალაშვილი ტაშკენტის გრანდ სლემის ნახევარფინალში იჭიდავებს #1TVSPORT
ძიუდო | სარდალაშვილი ტაშკენტის გრანდ სლემის ნახევარფინალში იჭიდავებს #1TVSPORT

გიორგი სარდალაშვილი (60კგ) უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემის ნახევარფინალშია. ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ტურნირის მეოთხედფინალში ყაზახ იელდოს სმეტოვს სძლია და ფინალში გასასვლელად ფრანგ ან ბელგიელ სპორტსმენს დაუპირისპირდება.

შეჯიბრებაზე დღეს გამომსვლელი ორი ძიუდოისტი – ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ) და ლაშა ნადირაძე (66 კგ) გრანდ სლემს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი (ორივე – 60 კგ), ლაშა ნადირაძე (66 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (73 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და იმედა გოგოლაძე (ორივე – 100 კგ).

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ჩვენმა გუნდმა ტაშკენტში ცხრა ძიუდოისტით იასპარეზა და სამი მედალი მოიპოვა. ვარლამ ლიპარტელიანმა გრანდ სლემი მოიგო, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) – ვერცხლის, გელა ზაალიშვილი (+100 კგ) კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.