ძიუდო | სარდალაშვილი და მოსიაშვილი სარაევოს ღია პირველობის მეოთხედფინალში გავიდნენ #1TVSPORT

14:05, 18.07.2026

სარაევოში მიმდინარე ევროპის ღია პირველობა ძიუდოში გიორგი სარდალაშვილმა (66 კგ) და თორნიკე მოსიაშვილმა (73 კგ) გამარჯვებით დაიწყეს.

სარდალაშვილმა გერმანელი მარტინ სეტსი ვაზარით დაამარცხა და მეოთხედფინალში ავსტრიელ შერერს შეხვდება. მოსიშვილმა კი სერბ სტოსიჩს სძლია და ნახევარფინალში გასასვლელად ესპანელ ალვეს დუარტეს დაუპირისპირდება.

ტურნირზე საქართველოს ნაკრები ოთხი ძიუდოისტით გამოდის – 19 ივლისს შეჯიბრებაზე ირაკლი ბეროშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) იჭიდავებენ.

მსგავსი