ძიუდო | საქართველოს ნაკრებმა პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა #1TVSPORT
ძიუდო | საქართველოს ნაკრებმა პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა #1TVSPORT

მონპელიეში ჩატარებული ევროპის პირველობის დასრულების შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ იმ ქვეყნებისა და სპორტსმენების სიები გამოაქვეყნა, ვინც 2024 წელს პარიზში გასამართი ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები მოიპოვეს. ახალგაზრდა ძიუდოისტი ეთერ ასკილაშვილი სალიცენზიო ზონაში ქვეყნის კვოტით მოხვდა, რაც მას საშუალებას აძლევს პარიზში როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ შეჯიბრში იასპარეზოს.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის კვოტას კონტინენტების მიხედვით რეიტინგის ლიდერი ქვეყნები იღებენ. ევროპაში პირველი ნომერი საფრანგეთია (185 152 ქულა), მეორე – საქართველო (103 970 ქულა). ფრანგებს, როგორც ოლიმპიადის მასპინძლებს, ლიცენზიები გარანტირებულად აქვთ მიღებული, აქედან გამომდინარე, ქვეყნის კვოტა საქართველოს მიენიჭა.

ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრში გარანტირებულად საასპარეზოდ კი მთავარია, საქართველოს ქალთა ნაკრების მძიმეწონოსანმა, სოფიო სომხიშვილმა სალიცენზიო ზონაში ადგილი შეინარჩუნოს, რადგან ქვეყნის კვოტით მხოლოდ ერთი ლიცენზია გაიცემა. ამ დროისთვის სოფიო ოლიმპიურ რეიტინგში 23-ე ადგილზეა და პირდაპირი ლიცენზია აქვს მოპოვებული (წყარო: „ჯუდოს დღიურები“).