ძიუდო | საქართველოს ნაკრებმა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე აზერბაიჯანი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში დღეს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის შერეული გუნდური ტურნირი დაიწყო. საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალში აზერბაიჯანის გუნდი 4:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.