ძიუდო | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ცნობილია #1TVSPORT

15:12, 17.09.2026

გაირკვა იმ ქართველი ძიუდოისტების ვინაობა, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას. პლანეტის პირველობას 4-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უმასპინძლებს.

ტურნირზე საქართველოს ღირსებას 13 სპორტსმენი დაიცავს – ცხრა კაცი და ოთხი ქალი.

სანაკრებო განაცხადი ასე გამოიყურება:

კაცები:

60 კგ: გიორგი სარდალაშვილი

66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი

73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი

81 კგ: ტატო გრიგალაშვილი

90 კგ: ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე

100 კგ: ილია სულამანიძე

+100 კგ: გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი

ქალები:

57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე

70 კგ: ნინო გულბანი

+78 კგ: სოფიო სომხიშვილი

2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს: ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) დაისაკუთრა, ვიცე-ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) გახდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლუკა მაისურაძე (90 კგ) დაეუფლა.

მსგავსი