ძიუდო | საქართველოს ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ტოკიოს გრანდ სლემზე #1TVSPORT
ძიუდო | საქართველოს ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ტოკიოს გრანდ სლემზე #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები ძიუდოში 2-3 დეკემბერს გასამართ ტოკიოს გრანდ სლემზე გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზებს. ჩვენს გუნდში მედლების მოსაპოვებლად გამოცდილ და ტიტულოვან სპორტსმენებთან ერთად ახალგაზრდა ძიუდოისტებიც იბრძოლებენ. 2023 წლის დასკვნით გრანდ სლემზე საქართველო 16 ძიუდოისტით (13 კაცი, 3 ქალი) გამოვა.

კაცები: ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი (ორივე – 60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი, თენგო ზირაქაშვილი (ორივე – 66 კგ.), გიორგი ტერაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე – 73 კგ.), ალექსანდრე ლოლაძე (81 კგ.), ლუკა მაისურაძე, ლუკა ბაბუციძე (90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი ბერიაშვილი (100 კგ.), შალვა გურეშიძე, ლევან მათიაშვილი (+100 კგ.).

ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ.), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს გრანდ სლემებიდან ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე საქართველოდან მამაკაცებში მხოლოდ ლაშა ბექაურმა იასპარეზა. ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტოკიოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირი კი იაპონელების ტრიუმფით – კაცებში ხუთი ოქროს და ქალებში შვიდივე ოქროს მედლით დასრულდა.