ძიუდო | საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟში გააგრძელებს #1TVSPORT

12:20, 11.10.2026

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ასპარეზობის მეოთხედფინალში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი საქართველოს ნაკრები უზბეკეთის გუნდთან ანგარიშით 3:4 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან გააგრძელებს.

ჩვენი ნაკრებიდან გამარჯვება ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), ნინო გულბანმა (70 კგ) და ლაშა ბექაურმა (90 კგ) მოიპოვეს. დამატებით დაპირისპირებაში კი თავისი ორთაბრძოლა დათმო მძიმეწონოსანმა სოფიო სომხიშვილმა.

რეპეშაჟში საქართველოს მეტოქე რუსეთისა და საფრანგეთის გუნდებს შორის დამარცხებული იქნება.

რაც შეეხება ინდივიდუალურ ასპარეზობას, მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა ოთხი მედლით დაასრულა: ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შედეგად, საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები იაპონიის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა.

მსგავსი