ძიუდო | საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში იტალიას შეხვდება #1TVSPORT
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში დღეს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე შერეული გუნდური ტურნირი მიმდინარეობს.
საქართველოს ნაკრები კონტინენტის პირველობის ფინალშია, სადაც იტალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
ჩვენმა ნაკრებმა ნახევარფინალში გერმანიას 4:0 სძლია – ორთაბრძოლები ეთერ ლიპრტელიანმა (57 კგ), მიხეილ ბახბახაშვილმა (73 კგ), მარიამ ჭანტურიამ (70 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) მოიგეს.
ევროპის ჩემპიონატზე შერეული გუნდური ტურნირის ფინალური ბლოკი თბილისი დროით 18:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.