ძიუდო | საქართველოს ნაკრები ანტალიის გრანდ სლემზე ცხრა სპორტსმენით იასპარეზებს #1TVSPORT
ძიუდო | საქართველოს ნაკრები ანტალიის გრანდ სლემზე ცხრა სპორტსმენით იასპარეზებს #1TVSPORT

ანტალია 29-31 მარტს გარნდ სლემს მასპინძლობს. ტურნირზე ჩვენი ნაკრები 9 სპორტსმენით (7კაცი, 2 ქალი) იასპარეზებს.

თურქეთში დაგეგმილ შეჯიბრებაზე 93 ქვეყნის 633 ძიუდოისტი იჭიდავებს.

საქართველოს მამაკაცთა ნაკრების შემადგენლობა:

66კგ – თენგო ზირაქაშვილი. 81კგ – ზაურ დვალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე. 90კგ – ბაქარ ერაშვილი, ლუკა ბაბუციძე. 100კგ – მიხეილ ჯაფარიძე. +100კგ – ირაკლი დემეტრაშვილი.

ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

70კგ – ნინო გულბანი. +78კგ – სოფიო სომხიშვილი.

2023 წელს ანტალიის გარნდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა შვიდკაციანი შემადგენლობით იასპარეზა, თუმცა ტურნირი მედლის გარეშე დაასრულა.