ძიუდო | საქართველოს გოგონათა გაერთიანებული ასაკობრივი ნაკრების სამწვრთნელო გუნდში იაპონელი აიუმი მაცუმოტო იმუშავებს #1TVSPORT
ძიუდო | საქართველოს გოგონათა გაერთიანებული ასაკობრივი ნაკრების სამწვრთნელო გუნდში იაპონელი აიუმი მაცუმოტო იმუშავებს #1TVSPORT

საქართველოს ძიუდოს ფედერაციასა და იაპონელ მწვრთნელს შორის შეთანხმება შედგა – გოგონათა გაერთიანებული (კადეტები და ახალგაზრდები) ნაკრების სამწვრთნელო შტაბში აიუმი მაცუმოტო იმუშავებს.

გოგონათა გაერთიანებულ გუნდს, სახელწოდებით „გამოწვევა 2028“, გიორგი გვიჩიანი ხელმძღვანელობს და როგორც ცნობილი ხდება, მის შტაბს იაპინელი სპეციალისტი 2025 წლის სექტემბრიდან დამხმარე მწვრთნელის სტატუსით შეუერთდება.

აღნიშნული თანამშრომლობის მიზანია, ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა უნარები განავითარონ და 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს მზადყოფნაში შეხვდნენ.