ძიუდო | საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებში 6-7 მარტს გაიმართება
ძიუდო | საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებში 6-7 მარტს გაიმართება

ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკთა შორის 6-7 მარტს ჩატარდება. გათამაშება თბილისში ძიუდოს აკადემიაში კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიმართება.

ტურნირზე მაყურებლები არ დაიშვებიან. გულშემატკივარს შეჯიბრების პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა ინტერნეტით შეეძლება. ჩემპიონატის შესახებ სრული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელი იქნება დებულებაში, რომელიც უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვებგვერდზე.

ცოტა მოგვიანებით კი გამოქვეყნდება ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატის გამართვის თარიღი.