ძიუდო | საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე შერეული გუნდური შეჯიბრების ფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
ძიუდო | საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე შერეული გუნდური შეჯიბრების ფინალში იასპარეზებს #1TVSPORT

მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდე ძიუდოისტთა შორის, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრები ფინალში იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაში ნინო ლოლაძე (57 კგ), გიორგი ტერაშვილი (73 კგ), ნინო წიკლაური (70 კგ), გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ), ლიზი ქვარცხაცა (+70 კგ) და შალვა გურეშიძე (+90 კგ) გამოდიან, მეოთხედფინალში რუმინეთი 4:2 დაამარცხა.

ნახევარფინალში ქართელმა ძიუდოისტებმა თურქეთის გუნდს 4:1 სძლიეს და ფინალურ ბლოკში ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ, სადაც მათი მეტოქე საფრანგეთის ნაკრები იქნება.