ძიუდო | საქართველომ მსოფლიო პირველობაზე ჭაბუკებში სარეკორდო მედლები მოიპოვა #1TVSPORT
ძიუდო | საქართველომ მსოფლიო პირველობაზე ჭაბუკებში სარეკორდო მედლები მოიპოვა #1TVSPORT

ბოსნია-ჰერცეგოვინაში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ერთეულებში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ორი ოქროს, ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ჩვენი გუნდისთვის პირველობაზე მოპოვებული ექვსი მედალი სარეკორდოა. ტურნირზე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ საბა სამადაშვილი და დავით ქარელი, მეორე ადგილზე ლუკა ჯავახიშვილი გავიდა, ბრინჯაოს მედლებს კი დავით ლომიტაშვილი, საბა საბაშვილი და გიორგი მიშველიძე დაეუფლნენ.

ხვალ, მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური ასპარეზობა გაიმართება.