ძიუდო | საქართველო კონტინენტის პირველობაზე ახალგაზრდებში გუნდურ ასპარეზობაში მესამე ადგილზე გავიდა #1TVSPORT
ძიუდო | საქართველო კონტინენტის პირველობაზე ახალგაზრდებში გუნდურ ასპარეზობაში მესამე ადგილზე გავიდა #1TVSPORT

პრაღაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ძიუდოში, ჩვენმა ნაკრებმა გუნდურ ასპარეზობაში მესამე ადგილი დაიკავა.

ბრინჯაოსთვის ბრძოლაში საქართველომ უკრაინა 4:3 დაამარცხა. გადამწყვეტი შეხვედრა თორნიკე ფოლადიშვილმა მოიგო, რომელმაც ივან კუტენკოვი იპონით დაამარცხა

გამარჯვებულები: ფოლადიშვილი, დემეტრაშვილი, კაპანაძე, ლოლაძე.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების წევრებმა ოთხი მედალი მოიპოვეს. ოქროს მედლის მფლობელი შალვა გურეშიძე გახდა, ვერცხლს ალეკო კასრაძე დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი მიხეილ ჯაფარიძემ და უჩა ტაბატაძემ აიღეს.