ძიუდო | საბა ინანეიშვილმა ზაგრების გრანპრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

22:02, 16.11.2025

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა, საბა ინანეიშვილმა (+100) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძიუდოისტმა გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელი ჯამალ გამზათხანოვი დაამარცხა.

ზაგრების გრანპრიზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ლუკა მაისურაძემ მოიპოვა.

მსგავსი