ძიუდო | საბა ინანეიშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ძიუდო | საბა ინანეიშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ასტანაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით საშეჯიბრო დღეს ფინალურ ბლოკში ორმა ქართველმა მძიმეწონოსანმა იასპარეზა, რომელთაგნ საბა ინანეიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ირაკლი დემეტრაშვილმა კი ტურნირი მედლის გარეშე დაასრულა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ინანეიშვილმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) სახელით მოასპარეზე იბრაგიმ მარგიევი დაამარცხა.

საბოლოო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა ასტანაში გამოსვლა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა – ინანეიშვილის გარდა, კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი ზაურ დვალაშვილმა (81 კგ) მოიპოვა.