ძიუდო | პორტუგალიის გრან პრიზე დვალაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ძიუდო | პორტუგალიის გრან პრიზე დვალაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT

პორტუგალიის ძიუდოს გრან პრიზე მეოთხედფინალში გასასვლელი შეხვედრა გამართა 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა კაპანაძემ. მისი მეტოქე გამოცდილი ბელგიელი ჯერონ კასე იყო.

შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა და მიუხედავად აქტიურობისა, ქართველი ძიუდოისტი გაფრთხილებებით დამარცხდა.

81 კგ წონაში მოჭიდავე ზაურ დვალაშვილმა მეოთხედფინალში დამატებითში ოქროს ქულამდე იჭიდავა და ვერც მან მოახერხა მომდევნო ეტაპზე გასვლა. ზაური აზერბაიჯანელ ელჟან ნაჯიევთან დამარცხდა და რეპეშაჟში ნიდერლანდელ ფრენკ დე ვიტს შეხვდება.