ძიუდო | პარიზის გრანდ სლემზე გრიგალაშვილი ფინალშია, მაისურაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

პარიზში ძიუდოის გრანდ სლემზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ფინალში იჭიდავებს, ლუკა მაისურაძე (90 კგ) კი ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება.

ნახევარფინალში გრიგალაშვილმა თურქეთის სახელით მოასპარეზე რევაზიშვილი, იგივე ვედატ ალბაირაქი იპონით დაამარცხა, ლუკა მაისურაძე კი დამატებით დროში, არბიტრთა საეჭვო გადაწყვეტილების გამო, გაფრთხილებებით დამარცხდა აზერბაიჯანელ მურად ფატიევთან.

ფინალში გრიგალაშვილის მეტოქე გერმანელი ტიმო კუველიუსი იქნება, მაისურაძე კი მესამე ადგილისთვის ჩეხ დავიდ კლამერტს შეხვდება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.