ძიუდო | პარიზის გრანდ სლემზე 13 ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
ძიუდო | პარიზის გრანდ სლემზე 13 ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი 2-4 თებერვალს ძიუდოში გრანდ სლემს უმასპინძლებს.

პრესტიჟულ ტურნირზე მედლების მოსაპოვებლად 13 ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს:

ლუხუმ ჩხვიმიანი, გიორგი სარდალაშვილი (ორივე – 60 კგ.), თენგო ზირაქაშვილი, ლაშა ნადირაძე (ორივე – 66 კგ.), გიორგი ჩიხელიძე (73კგ), დიმიტრი გოჩილაიძე, ვლადიმერ ახალკაცი (ორივე – 81 კგ.), ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი (ორივე – 90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი, მიხეილ ჯაფარიძე (ორივე – 100 კგ.), საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი (ორივე +100 კგ.).

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს პარიზში საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა – ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ.) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლუკა მაისურაძე (90 კგ.) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.