ძიუდო | პარიზის გრანდ სლემის გათამაშებაზე საქართველო ხუთი სპორტსმენით წარდგება #1TVSPORT
16 ოქტომბრიდან საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი ჭიდაობა ძიუდოში გრანდ სლემის გათამაშების მასპინძელი იქნება.
პარიზის გრანდ სლემის გათამაშებაზე საქართველო ხუთი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.
66 კგ. წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ ტატამზე პირველად გამოვა.
81 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ზაგრების გრან პრის მოქმედი გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილი დაიცავს.
90 კგ. წონით კატეგორიაში ზაგრების გრან პრის ვიცეჩემპიონი ლუკა მაისურაძე იჭიდავებს, ხოლო 100კგ-ში საკუთარ ძალებს ახალგაზრდა ონისე სანებლიძე მოსინჯავს.
გოგონათა შეჯიბრზე 57 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონობისთვის ეთერ ლიპარტელიანი იბრძოლებს.