ძიუდო - ოსაკას გრანდ სლემზე ღვინიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
ძიუდო - ოსაკას გრანდ სლემზე ღვინიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

იაპონიაში მიმდინარე ოსაკას გრანდ სლემზე ტურნირის დასკვნით დღეს ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიშვილმა (90კგ) ფინალში უზბეკი დავლათ ბობონოვი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა მეტოქეს დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით სძლია.

დღეს კიდევ ორმა ქართველმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა (90 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (100კგ) იასპარეზეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ ტურნირს.