ძიუდო - ოსაკას გრანდ სლემზე ღვინიაშვილი ფინალში იჭიდავებს
ძიუდო - ოსაკას გრანდ სლემზე ღვინიაშვილი ფინალში იჭიდავებს

იაპონიაში მიმდინარე ოსაკას გრანდ სლემზე ბექა ღვინიშვილი (90კგ) ფინალში იჭიდავებს.

ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში იაპონელი ძიუდოისტი სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და პირველი ადგილისთვის უზბეკ სპორტსმენს დაუპირისპირდება.

დღეს კიდევ ორმა ქართველმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა (90 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (100კგ) იასპარეზეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ ტურნირს.

ფინალური ბლოკი 12:00 საათზე დაიწყება.