ძიუდო - ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან
ძიუდო - ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან

ფინეთში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, 81კგ წონით კატეგორიაში, ქართული ფინალი გაიმართა: ერთმანეთს ტატო გრიგალაშვილი და ვლადიმირ ახალკაცი შეხვდნენ. დაძაბულ ბრძოლაში გრიგალაშვილმა გაიმარჯვა.

კიდევ ერთი ქართველი ქალი ძიუდოისტი, მარიამ ჭანტურია (70 კგ), ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალში ჰოლანდიელი ძიუდოისტი სუფთა გდებით დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს, ორმა ქართველმა, გიორგი თუთაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა, ოქროს მედლები მოიპოვეს. ამჟამად ჩვენი ნაკრების ყულაბაში სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია.

ხვალ, ტურნირის დასკვნით დღეს, კიდევ შვიდი ქართველი ძიუდოსტი იბრძოლებს მედლებისთვის.