ძიუდო | ოლიმპიური ჩემპიონი მამაკაცებში ტაკატო, ქალებში - კრასნიკი გახდა #1TVSPORT
ძიუდო | ოლიმპიური ჩემპიონი მამაკაცებში ტაკატო, ქალებში - კრასნიკი გახდა #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის ძიუდოისტთა ტურნირზე პირველი საშეჯიბრო დღე დასრულდა. ოქროს მედლის მფლობელი მამაკაცებში იაპონელი ნაოჰისა ტაკატო (60 კგ), ქალებში კი კოსოვოელი დისტრია კრასნიკი (48 კგ) გახდნენ.

ტაკატომ ფინალში ტაივანის წარმომადგენელი იანგ ვონგ ვეი დაამრაცხა, ხოლო კრასნიკმა მასპინძელ ფუნა ტონაკის სძლია.

პირველ დღეს იჭიდავა ქართველმა ძიუდოისტმა ლუხუმ ჩხვიმიანმა, რომელიც იაპონელ სამგზის მსოფლიო ჩემპიონ, მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონ ტაკატოსთან მეოთხედფინალში მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებების გამო დამატებით დროში დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოში, მომდევნო დღეებში ჩვენი ქვეყნის სახელით მედლების მოპოვებას კიდევ რვა სპორტსმენი შეეცდება: ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ)

ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ. ძიუდოს ტურნირის წინასწარი შეხვედრები ყოველდღიურად 06:00, ფინალური ბლოკი – 12:00 საათზე დაიწყება.