ძიუდო | ნოზაძე ოქროს მედლისთვის, ნინიაშვილი და პაპინაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ
ძიუდო | ნოზაძე ოქროს მედლისთვის, ნინიაშვილი და პაპინაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ

ხორვატიის ქალაქ პორეცში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 23 წლამდელთა შორის ძიუდოში ქართველი თემურ ნოზაძე (60კგ) ფინალში იასპარეზებს. ოქროს მედლისთვის იგი რუს კონსტანტინ სიმონიდისს დაუპირისპირდება. კიდევ ორი ქართველი ძიუდოისტი ჯაბა პაპინაშვილი (60კგ) და ბაგრატ ნინიაშვილი (66კგ) ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ.

მეოთხე ქართველი გიორგი თუთაშვილი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა გათამაშებას. ფინალური ბლოკი 19.45 საათზე დაიწყება. ტურნირზე საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობს:

60კგ – თემურ ნოზაძე, ჯაბა პაპინაშვილი

66კგ – ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი თუთაშვილი

81კგ – ტატო გრიგალაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი

90კგ – ლუკა მაისურაძე

100კგ – ონისე სანებლიძე

+100კგ – გელა ზაალიშვილი

ჩემპიონატის პროგრამა:

ფინალური ბლოკი 19:45

10 ნოემბერი -81კგ, -90კგ, -100კგ, +100კგ, დასაწყისი 13:00, ფინალური ბლოკი 19:45.