ძიუდო | ნოზაძე და მარგველაშვილი პარიზის გრანდ სლემის მეოთხედფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე თემურ ნოზაძემ (66 კგ) არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი ნარმანდახ ბაიანმუხი დაამარცხა, ვაჟა მარგველაშვილმა კი ფრანგ რომარიკ ბოუდას აჯობა და მეოთხედფინალში იასპარეზხებენ. ნოზაძე ფრანგ ვალიდ ხიარს დაუპირისპირდება, მარგველაშვილი მეტოქე კი აზერბაიჯანელი რაშად იელკიევი იქნება.
მეოთხედფინალში იჭიდავებს ეთერ ლიპარტელიანიც (57კგ), რომლის მეტოქე იაპონელი მეგუმი ფუჩიდა იქნება.
პირველ თებერვალს მედლების მფლობელთა ვინაობა კაცთა 60, 66, 73 და ქალთა 48, 52, 57 და 63 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაირკვევა, 2 თებერვალს კი – კაცთა 81, 90, 100 და +100 და ქალთა 70, 78 და +78 კგ-ებში.
გრანდ სლემზე წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი ორივე დღეს 20:00 საათზე აიღებს სტარტს.
2024 წელს პარიზში საქართველოს ნაკრებმა 13 ძიუდოისტით იასპარეზა და მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვა – ვერცხლის მედალს გიორგი ჩიხელიძე (73 კგ) დაეუფლა.