ძიუდო | ნოზაძე და ლიპარტელიანი პარიზის გრანდ სლემზე რეპეშაჟში იასპარეზებენ ​ #1TVSPORT
ძიუდო | ნოზაძე და ლიპარტელიანი პარიზის გრანდ სლემზე რეპეშაჟში იასპარეზებენ ​ #1TVSPORT

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე თემურ ნოზაძე (66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) რეპეჟაშიდან შეეცდებიან ბრინჯაოს მედლის მოპოვებას.

მეოთხედფინალში ნოზაძე ფრანგ ვალიდ ხიართან დამარცხდა, ლიპარტელიანი კი – იაპონელ მეგუმი ფუჩიდასთან.

ვაჟა მარგველაშვილი ნახევარფინალში გადასასვლელ შეხვედრას რამდენიმე წუთში გამართავს. ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ ლაშა შავდათუაშვილი და მიხეილ ბახბახაშვილი (ორივე 73 კგ).

პირველ თებერვალს მედლების მფლობელთა ვინაობა კაცთა 60, 66, 73 და ქალთა 48, 52, 57 და 63 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაირკვევა, 2 თებერვალს კი – კაცთა 81, 90, 100 და +100 და ქალთა 70, 78 და +78 კგ-ებში.

გრანდ სლემზე წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი ორივე დღეს 20:00 საათზე აიღებს სტარტს.

2024 წელს პარიზში საქართველოს ნაკრებმა 13 ძიუდოისტით იასპარეზა და მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვა – ვერცხლის მედალს გიორგი ჩიხელიძე (73 კგ) დაეუფლა.