ძიუდო | ნინო ლოლაძე თბილისის გრანდ სლემის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
თბილისში დღეს ძიუდოში გრანდ სლემის ტურნირი დაიწყო. წინასწარ შეხვედრებში მონაწილეობას 13 ქართველი ძიუდოისტი იღებდა.
ორი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში ვიხილავთ ნინო ლალაძეს (57კგ). გრანდ სლემზე ჯერჯერობით მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებენ ახალგაზრდებში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი თორნიკე გიგაური და თორნიკე მაზიაშვილი (ორივე 66კგ).
წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 17:00 სათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.