ძიუდო | ნინო ლოლაძე მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა #1TVSPORT
ძიუდო | ნინო ლოლაძე მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს მამაკაცები 73 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო ქალები — 57 კგ-ში ასპარეზობენ.

ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნინო ლოლაძე ტურნირს პირველივე შეხვედრაში გამოეთიშა. ქართველმა ძიუდოისტმა შვეიცარიელ ბინტა ნდიაიესთან წააგო და მედლისთვის ბრძოლას ვეღარ გააგრძელებს.

ტურნირზე წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკის დაწყება 20:00 საათზეა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით მედალი არ აქვს.

ცნობისთვის, 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც აბუ დაბიში გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გახდნენ გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ). გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) – ვერცხლის, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.