ძიუდო | ნინო ლოლაძე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
ძიუდო | ნინო ლოლაძე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT

გერმანიის ქალაქ პოტსდამში დღეს ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ტურნირზე 12 სპორტსმენით გამოდის. პირველ საშეჯიბრო დღეს კონტინენტის პირველობაზე ბრწყინვალედ იასპარეზა გოგონათა შორის 57 კგ-ში გამომსვლელმა 18 წლის ნინო ლოლაძემ.

ქართველმა ნახევარფინალში ავსტრიელი კალინგერი დამატებით დროში დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ნიდერლანდელ ჰენინგერს დაუპირისპირდება. ფინალურ ბლოკში, ლოლაძის გარდა, ასევე ვიხილავთ კოტე კაპანაძესა (73 კგ) და ალეკო კასრაძეს (66კ გ). ისინი ტურნირზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.

ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ვაჟები – 60, 66 და 73, ხოლო გოგონები 48, 52, 57 და 63 კგ-მდე წონით კატეგორიებში ასპარეზობდნენ.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.